skip to content
ახალი ამბები

სემნები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ განუცხადა ჟურნალისტებს 9 მაისს, რომ ”უპასუხისმგებლო” იყო 6 მაისს მომიტინგეთა მიყვანა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც ათობით ადამიანი დაშავდა პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად.

”ვფიქრობ, ეს იყო ცეცხლთან თამაში,” – განაცხადა მან ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრამდე.

თუმცა მან ასევე განაცხადა: ”ამავე დროს, არსებობს ამ ინციდენტის სხვა ასპექტებიც, რომელთა განხილვა და გამოძიებაა საჭირო”.

”სწორად ახლა მქონდა შეხვედრა სახალხო დამცველთან [სოზარ სუბართან], რათა მომესმინა, თუ რას აკეთებს იგი იმის გამოძიების თვალსაზრისით, თუ ზუსტად რა მოხდა იქ; ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ასპქეტებია,” – განაცხადა სემნებიმ, რომელიც სუბარს მანამდე შეხვდა 9 მაისს. 

სოზარ სუბარმა, რომელიც პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის დროს იქ იმყოფებოდა, გააკრიტიკა სამართალდამცავი სტრუქტურები უკანონო ქმედებების გამო, რადგანაც, მისი თქმით, პოლიცია ქვებს ისროდა და რეზინის და სხვა ტიპის ტყვიები გამოიყენა მომიტინგეთა წინააღმდეგ. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეზინის ტყვიების გამოყენების გამო 2007 წლის ნოემბრიდან აკრიტიკებს, როდესაც პოლიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქცია დაარბია. სუბარის თქმით, საქართველოში უკანონოა რეზინის ტყვიების ან სხვა რაიმე არალეტალური ტყვიების გამოყენება. სახალხო დამცველი პოლიციის შესახებ კანონს ეყრდნობა, რომელშიც ჩამოთვლილია ყველა ის სპეციალური აღჭურვილობა, რომლის გამოყენებაც სპეცრაზმს შეუძლია. ამ სიაში შედის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები, თუმცა არ შედის რეზინის ტყვიები.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button