ახალი ამბები

მმართველი პარტიის დეპუტატები პარლამენტში შეიკრიბნენ

ნაციონალური მოძრაობის ახლად არჩეული დეპუტატები დღეს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიკრიბნენ.

იმავდროულად, ოპოზიციურ მომიტინგეთა მცირე ჯგუფი პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს.    

პრეზიდენტი სააკაშვილი, სავარაუდოდ, სიტყვით გამოვა პირველ სხდომაზე.

”მე ვერ ვხედავ ფართომასშტაბიან აქციას, რომელიც ოპოზიციამ გამოაცხადა, მხოლოდ ასამდე ადამიანია შეკრებილი,” – განუცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ლაშა ჟვანიამ რადიო ”იმედს”. ”ოპოზიციას ურჩევნია პარლამენტში შემოვიდეს”.

პოლიციას და პარლამენტის დაცვას ალყა აქვს შემორტყმული პარლამენტის შესასვლელისთვის და მომიტინგეებს მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.   

Back to top button