
11 მომიტინგეს ჯგუფურად „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ ბრალდებით ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
დეკემბრის აქციების დროს დაკავებულ თერთმეტ მომიტინგეს ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი ჯგუფური ქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გადაწყვეტილება ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის წინააღმდეგ 3 სექტემბერს გამოიტანა. ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების წინააღმდეგ ბრალდებას მოსამართლემ კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის, რასაც “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა” მოყვა.
This post is also available in: English