We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მომიტინგე და ჟურნალისტი, ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი 3 სექტემბერს გამოიტანა. 42 წლის კაციას ბრალად ედებოდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან სამუდამო პატიმრობით ისჯება. კაციამ თავი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო მისი ადვოკატების თქმით, ნარკოტიკები მას პოლიციამ მისი აქტიურობის გამო ჩაუდო.

კაცია, რომელიც 7 დეკემბერს დააკავეს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ იმ ექვს პირს შორის იყო, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკები საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდო.

This post is also available in: English

Back to top button