We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა მომიტინგეს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ რვა მომიტინგეს ბოლო მომენტში ბრალი გადაუკვალიფიცირა და „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“ 2 და 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კერძოდ, სასამართლომ 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რვა ბრალდებულის წინააღმდეგ განაჩენი 2 სექტემბერს გამოაცხადა. სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს – თითოეულს ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენებს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს – თითოეულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

This post is also available in: English

Back to top button