
ახალი ამბები
რუსეთის გენშტაბის უფროსი თბილისის ’პროვოკაციაზე’ საუბრობს
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ ”პროვოკაცია” უწოდა მოსკოვის მიმართ თბილისის ბრალდებებს 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ინციდენტთან დაკავშირებით, იუწყება ”ინტერფაქსი” 9 აგვისტოს.
ბალუევსკის განცხადებით, თბილისის ბრალდებები მიზნად ისახავს შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესის ჩაშლას.
”თბილისში ნერვიულობენ, რადგან შიშობენ, რომ კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესაძლო გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის შეიძლება გამოიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საბოლოო დაკარგვა,”- აცხადებს ბალუევსკი.