skip to content
ახალი ამბები

ქართული მხარე გაეროს მეგობარი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი კალაძე 26 აპრილს შეხვდნენ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის (გერმანია, აშშ,  დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი) ელჩებს საქართველოში, იუწყება საგარეო უწყება 27 აპრილს.


შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მეგობართა ჯგუფს, მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა აფხაზეთზე ობიექტური და დაბალანსებული რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში.


შეხვედრაზე ასევე დაისვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვოლთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის კონსტრუქციული დიალოგისათვის აფხაზურ მხარესთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ”თუმცა სეპარატისტების მხრიდან ამგვარი დიალოგის სურვილი არ აღინიშნება”.       



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button