skip to content
ახალი ამბები

პუტინი რუსეთთან შანტაჟის ენით საუბარს არავის ურჩევს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სათათბიროს ფრაქციის ლიდერებთან რუსულ–ქართული ურთიერთობების განხილვისას განაცხადა, რომ არავის ურჩევს რუსეთთან “პროვაკაციებისა და შანტაჟის“ ენით საუბარს, იტყობინებიან რუსული სააგენტოები.


დღეს რუსეთის სათათბირო “სააკაშვილის ანტირუსული რეჟიმის” წინააღმდეგ სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს, სადაც საქართველოს ბოლოდროინდელი ქმედებები შეფასებულია, როგორც “სახელმწიფო ტერორიზმის“ გამოვლინება.


“მადლობას გიხდით აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერისათვის, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების უფლებების, ღირსებისა და სიცოცხლის დასაცავად“, – განუცხადა პრეზიდენტმა პუტინმა რუს დეპუტატებს.


იგი მიესალმა საქართველოსთან დამოკიდებულებაში რუსული საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდაციას, რაც საგარეო პოლიტიკური კურსის მნიშვნელოვანი დასაყრდენია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button