skip to content
ახალი ამბები

საქართველო რუსეთს „სამხედრო ინტერვენციის“ დაგეგმვაში ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 ივლისს დაგმო ცხინვალში მომხდარი აფეთქება, რომლის დროსაც ორი მოზარდი დაიღუპა და ოთხი ადამიანი დაიჭრა და რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მხარეებს “ამგვარი პროვოკაციების მოწყობაში“ დასდო ბრალი.  


“მათი [რუსული და სამხრეთ ოსური მხარეების] მიზანი ყველასთვის ცხადია: ეს არის სამხედრო ესკალაცია, შემდგომი სხვადასხვა პროვოკაციები და რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით სამხედრო ინტერვენციის განხორციელება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ 14 ივლისს.


მისი თქმით, ვითარება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში “უაღრესად დაძაბულია“.


“რუსულ მასმედიაში ბოლო დროს გაკეთებული ისტერიული განცხადებები, რომ თითქოს საქართველო ემზადება საომარი მოქმედებებისთვის მიმართულია იქითკენ, რომ გამართლებულ იქნას ის ქმედებები, რომლებიც რუსეთმა დაგეგმა და რომლის მიზანია სერიოზული სამხედრო კონფრონტაცია“, – დასძინა ანთაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button