ახალი ამბები

ჩუბინიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროში დაიბარეს

26 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილი მიიწვიეს და რუსეთის მისამართით საქართველოს ერთ–ერთი მაღალჩინოსანის უხეში გამონათქვამების გამო უსაყვედურეს.


ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში, სადაც არ სახელდება კონკრეტულად ვისმა გამონათქვამებმა გააღიზიანა ოფიციალური მოსკოვი.

თუმცა, სავარაუდოა, რომ ადრესატი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელმაც “რუსთავის 2″–ის თოქ–შოუში 20 აპრილს რუსეთში ღვინის იმპორტის აკრძალვის შესახებ საუბრისას განაცხადა, “მაპატიეთ და ფეკალური მასაც რომ გაიტანოთ რუსეთში, იქ ისიც გაიყიდება”.

Back to top button