ახალი ამბები

ცსკ–მ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ)ხუთივე საარჩევნო ოლქში, სადაც შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, 12 საათისთვის დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემები გამოაქვეყნა.


ისნის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  – 59 512–ის 11.38%–ი, 6 774 ამომრჩველი მივიდა საარჩევნო უბნებზე; ტყიბულის 18 177 რეგისტრირებული ამომრჩევლის 33,3%–მა, 6060–მა ამომრჩეველმა მისცა ხმა; ბათუმის საარჩევნო ოლქში 44 146 ამომრჩევლიდან 12 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 10,59%–მა – 4678 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა; ქობულეთში 47 292 ამომრჩევლიდან 9 379–მა ადამიანმა ანუ 19,83%–მა მიიღო მონაწილეობა არევნებში და შუახევში 12 206 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 3 851–მა ანუ საერთო რაოდენობის  31.55%–მა მისცა ხმა.

Back to top button