skip to content
ახალი ამბები

ჭუბურხინჯში განმუხურის ინციდენტზე იმსჯელებენ

დღეს სოფელ ჭუბურხინჯში ტრადიციული ოთხმრივი (ქართული,აფხაზური, დსთ-სა და გაეროს) შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ქართულ მხარეს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა წარმოადგენს.


გოგა ხაინდრავას განცხადებით, განიხილება 22 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მოხდარი ინციდეტი, როდესაც გალის რაიონში დისლოცირებულმა რუსმა სამშვიდობოებმა ჯავშანტექნიკა საქართველოს შს სამინისტროს ქვედანაყოფის სიახლოვეს განალაგეს და ქართველ სამართალდამცავებს იარაღის დაყრა მოსთხოვეს. ამ ინციდენტს დაძაბულობა მოჰყვა.


“ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია და ჩვენ მოვითხოვთ ახსნა-განმარტებას ინციდენტის მიზეზებზე“, განუცხადა 24 მარტს ჭუბურხინჯში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავამ.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button