skip to content
ახალი ამბები

მერაბიშვილი ოქრუაშვილთან დაპირისპირებას უარყოფს

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უარყო მასმედიით გავრცელებული ვერსიები თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და მას შორის დაპირისპირების თაობაზე.


“ირაკლი ჩემი მეგობარია და ჩვენ შორის არავითარი დაპირისპირება არ არსებობს“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა “რუსთავი 2“–ის ეთერში და აქვე დასძინა, რომ  “ჩვენ ერთიანი მთავრობის წევრები ვართ”.

ქართული მედიის ცნობით, შიდა ქართლის რეგიონის პოლიციაში 13 მარტს განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიზეზი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს შორის არსებული უთანხოება და რეგიონში ოქრუაშვილი გავლენის შესუსტებისაკენ მიმართული კამპანიაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button