
ახალი ამბები
მოსკოვსა და თბილისში მოლაპარაკებების მთავარი თემა ე.წ სამხრეთ ოსეთი იქნება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით დღეს თბილისში ჩამოვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვი.
საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნით კი მოსკოვში გაემგზავრება უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც მოლაპარაკებებს გამართავს თავის რუს კოლეგასთან იგორ ივანოვთან.
ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ინფორმაცია. მისი თქმით, თბილისშიც და მოსკოვშიც განიხილება სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზები.