
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი კოლინ პაუელს და კონდოლიზა რაისს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 9 ივლისს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან და აშშ-ს პრეზიდეტის მრჩეველთან უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისთან.
საუბრის მთავარი თემა ცხინვალი რეგიონში მიმდინარე მოვლენები იყო. კოლინ პაუელმა მხარდაჭერა აღუთქვა მიხეილ სააკაშვილს და განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა მზად არის მოლაპარაკებები განაგრძოს რუსეთთან.
კოლინ პაუელი პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან 8 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ უკვე ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ე.წ სამხრეთ ოსეთის საკითხებთან დაკავშირებით.