ახალი ამბები

კოლინ პაუელმა და სერგეი ლავროვმა ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 9 ივლისს სატელეფონო საუბრისას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია განიხილეს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ორივე მხარემ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას და კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას.


8 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ქართველი სამშვიდობოების დაკავების ფაქტი. ქართველი სამშვიდობოები 9 ივლისს გაათავისუფლეს.



 

Back to top button