ახალი ამბები

გავრცელებული ცნობით, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ციხეში აწამეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა და საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ 7 ივლისს კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი სულხან მოლაშვილი ციხეში მოინახულეს.


ცოტა ხნის წინ მოლაშვილის ადვოკატებმა და ადამიანთა უფლებების დაცვის რამოდენიმე ორგანიზაციამ განაცხადეს, რომ მოლაშვილი ციხეში აწამეს.


“რაც ჩვენ ვნახეთ საშინელება იყო. შოკში ვართ. საკანში საშინელი პირობები იყო“, განუცხადა ელენე თევდორაძემ ჟურნალისტებს ციხიდან დაბრუნებისას.


მათიას იორშიმ საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მათ წინა ხელისუფლების შეცდომები არ უნდა გაიმეორონ ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში.

Back to top button