skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი პუტინს შეხვდა







რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ფოტო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში ვიზიტის დროს მოლაპარაკებები გამართა თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან.


„მე თქვენთან დამეგობრება მინდა“, – განუცხადა სააკაშვილმა პუტინს მოლაპარაკებების დაწყებამდე. 


„საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა დიდი ხნის ისტორია აქვს და ამ ისტორიის ნაწილი რუსეთთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა სააკაშვილმა.


„რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დახმარებოდა საქართველოს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, როდესაც საქართველო ენერგოდეფიციტს განიცდიდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


„მე მოვისმინე თქვენს მიერ საქართველოში და საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადებები პოზიტიური სიგნალია ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობების დასამყარებლად“, – დასძინა პუტინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button