skip to content
ახალი ამბები

თურქეთის არმიის გენშტაბის უფროსის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 18 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჰილმი იოზქოქი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთან შეხვედრისას იოზქოქი თურქული მხარის მიერ 2003-2004 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ფინანსური დახმარების საკითხებს განიხილავს.

“მოლაპარაკებებზე ასევე განიხილავენ თურქული მხარის მიერ მარნეულის სამხედრო აეროდრომის რეკონსტრუქციაში დახმარების საკითხსაც”, – აცნობა 18 აპრილს ‘სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ნინო სტურუამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button