skip to content
ახალი ამბები

“ბრიტანეთის ავიახაზებს” საქართველოში ფრენა არ შეუწყვეტია

(თბილისი, 18 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბრიტანეთის ავიახაზების” საქართველოს წარმომადგენლობაში უარყოფენ ინფორმაციას კომპანიის მხრიდან რეისების შეწყვეტის შესახებ.

“ასეთი განცხადება კომპანიის ხელმძღვანელობას არ გაუკეთებია, აქედან გამომდინარე, ჩვენ კავლავ ვაგრძელებთ მგზავრთა გადაყვანას”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას კომპანიის პრე-სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ შანიძემ.

“ბრიტანეთის ავიახაზები” 29 აპრილამდე ახორციელებს ჩარტერულ რეისებს თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით.Aპარალელურად კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართულ და ბრიტანულ მხარეებს შორის რეგულარული რეისების განხორცილების და ქართულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის შესახებ.

“ბრიტანეთის ავიახაზებს” რეგულარული რეისების განხორციელების უფლება პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილების გამო შეუწყდათ. დადგენილების მიხედვით, უცხოურმა ავიაკომპანიებმა უნდა გააფორმონ ხელშეკრულება ქართულ ავიაკომპანიებთან და და ასევე გადაიხადონ ვალები, რაც “ბრიტანეთის ავიახაზების” შემთხვევაში 13 მლნ ლარს აღწევს.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საქართველო აჩერებს ბრიტანეთის ავიახაზებისა და თურქეთის ავიახაზების რეისებს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button