skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე თვლის, რომ რუსეთი უხეშად ერეოდა და ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში

(თბილისი, 23 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თვამჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს ის რუსი პოლიტიკოსები მიიღო, რომლებიც ორი დღის განმავლობაში კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში მონაწილეობდნენ კონფერენციაში თემაზე “საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ევროპის უშიშროების საკითხებთან მიმართებაში”.
 
საუბარი ძირითადად საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პრობლემებს შეეხო. რუსი პოლიტიკოსები აფხაზეთის კონფლიქტს უშულოდ საქართველოს და აფხაზეთის პრობლემად მოიაზრებენ და მიაჩნიათ, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა.
 
პარლამენტის თვამჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კი განაცხადა, რომ ომის პერიოდშიც და ახლაც რუსეთი უხეშად ერევა საქართველოს საქმეებში.

“უბრალოდ რუსეთი ვერ შეეჩვია საქართველოსთან მიმართებაში თანასწორ ურთიერთობას და პატარა სახელმწიფოს ინტერესებში იჭრება. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია და დარწმუნებული ვარ, თუ ხელის შეშლა არ იქნება, შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას”, – აცხადებს ბურჯანაძე.

მისი თქმით, ასევე საქართველოს ინტერესებში შედის კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button