skip to content
ახალი ამბები

ქართველო კომანდოსები სამაჩაბლოში სამშვიდობო ჯარებს შეუერთდნენ

(თბილისი, 11 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ცხინვალის რეგიონში განლაგებულ ქართულ სამშვიდობო ბატალიონს ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი 80-მდე ქართველი კომანდოსი შეუერთდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი რამდენიმე დღეში ნიქოზისა და ქურთის ტერიტორიებზე არსებულ ბლოკპოსტებზე განლაგდებიან და ოთხმხრივ სამშვიდობი ჯარის ნაწილებთან ერთად განახორციელებენ პატრულირებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button