skip to content
ახალი ამბები

დეპუტატებმა ფინანსთა სამინისტროს რუსეთის სამხედრო ვალის დაანგარიშება მოთხოვეს

(თბილისი, 28 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 27 თებერვალს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე რუსეთის სამეხდრო ბაზების მიერ ქართული მიწით სარგებლობის გამო საქართველოს წინაშე რუსეთის დავალიანების საკითხი განიხილეს.

კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვა, რომ ვალი მთლიანად იქნას დაანგარიშებული.

თვითონ კომიტეტის მონაცემებით, 1992 წლიდან რუსეთის სამხედრო ბაზების მიერ მიწით სარგებლობის გამო რუსეთის ვალი საქართველოს წინაშე, დაახლოებით, 300 მილიონ დოლარს აღწევს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ეს საკითხი აპრილში დაგეგმილი ქართულ-რუსული მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება შეტანილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button