skip to content
ახალი ამბები

ხაბურძანია აღიარებს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობას

(თბილისი, 12 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას სახელმწიფო უშისროების მინისრმა ვალერი ხაბურძანიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ ქვეყანასი მართლაც არსებობს რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფება, რომლებიც კერძო დეტექტიური ფირმების საფარქვეშ მოქმედებენ.

მინისტრის თქმით, ამჟამად სამართალდამცავი ორგანოები ამ დაჯგუფებებისა და ფორმების ინვენტარიზაციას ახდენენ.

ხაბურძანიას მონაცემებით, “რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართანაც არსებობს, რომლებიც არცერთი ფირმის საფარქვეშ არ არიან”.

წამყვანი ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ეს დაჯგუფებები გამოყენებული იქნება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მოსაწყობად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button