skip to content
ახალი ამბები

დეპუტატები შეშფოთებულნი არიან სომალიში გატაცებული ქართველების ბედით

(თბილისი, 17 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დეპუტატმა ელენე თევდორაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობისგან მოითხოვა სომალისი გატაცებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებაზე მიმართული ქმედებების გააქტიურება.

2002 წლის 30 ივნისს სომალის ტერიტორიულ წყლებში თავს დაესხნენ ბერძნულ ხომალდს ქართული ეკიპაჟით. მეკობრეებმა გაიტაცეს ქართველი მეზღვაურები და მათ გასათავისუფლებლად გამოსასყიდი მოითხოვეს.

13 იანვარს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ “ინციდენტის პირველივე დღიდანვე საქართველოს მთავრობა აქტიურად ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებაზე დიპლომატიური გზებით”.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ მადლობა გადაუხადა საბერძნეთის მთავრობას გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, “ბერძნებმა უკვე გადაიხადეს გამოსასყიდი, მაგრამ ეტყობა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მეზღვაურების გასათავისუფლებლად”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button