skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე აცხადებს, რომ რუს მშიდობისმყოფელებს მანდატს არ გაუგრძელებს

(თბილისი, 13 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალებს მანდატს არ გავუგრძელებ, თუ რუსეთმა არ შეაჩერა ახლახანს განახლებული სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთთან”, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიო-ინტერვიუში და ბრიფინგზე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

“რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან სარკინიგზო მიმოსვლის განახლების თაობაზე ქართული მხარის გაუფრთხილებლად, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემა მრავალი საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაა და [აფხაზეთის] ანექსიის მცდელობაა”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

მისი თქმით, ტრანსპორტის მინისტრი მერაბ ადეიშვილი უახლოს დროში მოსკოვში გაემგზავრება რუსეთის ხელისუფლებასთან ამ პრობლემის განსახილველად.

“რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარკინიგზო მიმოსვლა კერზო კომპანიების ინიციატივით მოხდა. მაგრამ რკინიგზა რუსეთშიც და საქართველოშიც სახელმწიფოს ეკუთვნის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი სარკინიგზო რეისი სოჭი-სოხუმი 2002 წლის 25 დეკემბერს შედგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button