
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი იარაღის კონტრაბანდაში ამხილეს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 ივლისი, 2002) – 26 ივლისს გვიან საღამოს, სენაკთან ახლოს პოლიციამ დააკავა თავდაცვის სამინისტროს მაიორი, რომელსაც, ავტომანქანით საზენიტო დანადგარების 6 რაკეტა გადაჰქონდა.
ბოლო ორი თვის მანძილზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მაღალჩინოსან ოფიცერს იარაღის კონტრაბანდაში ამხელენ.
ივნისში პოლიციამ დააკავა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც 9 რაკეტა და 2 ყუმბართმტყორცნი გადაჰქონდა ავტომანქანით.