
საპარლამენტო კომიტეტში 2002 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 ივლისი, 2002) – საბიუჯეტო და საფინანსო საკითხთა კომიტეტმა დღეს 2002 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის შესრულების საკითხები განიხილა. ამ დოისთვის გარღვევა ბიუჯეტში 62 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტის გარღვევა ძირითადად უცხოური დაფინანსებისა და გრანტების არმიღებით არის გამოწვეული. გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უცხოეთიდან 37 მილიონი ლარის ფულადი დახმარება უნდა შემოსულიყო, რეალურად კი ამ თანხამ მხოლოდ 16,6 მილიონი ლარი შეადგინა. თუ გრანტების მიღების მხრივ ჩავარდა კვლავ გაგრძელდება მირიან გოგიაშვილი წლის დასასრულს ბიუჯეტის სეკვესტრს არ გამორიცხავს. ფინანსთა მინისტრმა ასევე შეშფოთება გამოთქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უარზე ცენტრალურ ბიუჯეტში გადაგზავნოს ავტონომიის საგადასახადო შემოსავლები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის უახლოეს ხანებში ბათუმში ჩასვლასა და ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას აპირებს.