ახალი ამბები

მოსკოვში მენაღარიშვილი რუსეთის ბაზების საკითხს დააყენებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 24 ივლისი, 2002) – 24 ივნისს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი საქართველოს სამხედრო ბაზებიდან რუსული ტექნიკის გაყვანის საკითხს დააყენებს.

ქართული და რუსული მხარეები ორ ქვეყანას შორის ჩარჩო-ხელშეკრულების შემუშავების შესახებ მსჯელობენ. დღეს ხელშეკრულების პოლიტიკური და სამხედრო ასპექტები განიხილება, რაც ყველაზე პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს.

ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების დასატოვებლად რუსეთი 14 წელს ითხოვს, ქართული მხარის მტკიცებით კი ბაზების დასატოვებლად 3 წელიც კმარა.

Back to top button