ახალი ამბები

პრეზიდენტი აბაშიძეს აკრიტიკებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 ივლისი, 2002) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ კომენტარი გაუკეთა აჭარის ავტონომიის ლიდერის განცხადებას იმის შესახებ, რომ თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებას უშლის ხელს.

“მე მგონია, რომ აბაშიძე პრობლემებს წააწყდა და ამიტომ გაახსენდა თბილისი”, განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

ასლან აბაშიძემ, რომელიც პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, 21 ივლისს დეპუტატეტბს განუცხადა, რომ ზოგიერთი ძალები აფხაზეთის კონფლიქტის მოუგვარებლობით არიან დაინტერესებულნი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასევე გააკრიტიკა აფხაზეთის უზენაესი საბჭო, რომელიც კონფლიქტის ძალით გადაწყვეტას უჭერს მხარს.

Back to top button