
ახალი ამბები
ბიურო მინისტრთა კაბინეტის საკითხს განიხილავს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 20 ივლისი, 2002) – 19-21 ქობულეთში ივლისს პარლამენტის ბიუროს სხდომა იმართებს. საპარლამენტო ფრაქციათა ლიდერები და კომიტეტების თავმჯდომარეები მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების საკითხს განიხილავენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მირიან ცაცანაშვილმა ხელმეორედ წარუდგინა პარლამენტს პრეზიდენტის ინიციატივა მინისტრთა კაბინეტის შექმნის შესახებ. შევარდნაძის პროექტი მინისტრთა კაბინეტის შექმნასთან ერთად პრეზიდენტისთვის უფლებების გაზრდას ითვალისწინებს. მინისტრთა კაბინეტის საკითხთან ერთად დეპუტატები საარჩევნო და საგადასახადო კოდექსებზეც იმსჯელებენ.