ახალი ამბები

ეროვნული სამხედრო აკადემია სწავლების ახალ მოდელზე გადადის

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 18 ივლისი, 2002) – საქართველოს ეროვნული სამხედრო აკადემია ახალ სასწავლო მოდელზე გადადის. მისი კურსანტები განათლებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად მიიღებენ. ამ მხრივ საქართველოს კვლავ თურქეთი ეხმარება.

სასწავლო პროგრამა ხუთწლიანია და თურქეთის მხარე პირველი წლისთვის 1,5 აშშ დოლარს გამოყოფს. პროგრამის შემდგომი დაფინანსება საჭიროებისდა შესაბამისად მოხდება.

“სწავლების ახალი სისტემა, რომელსაც ჩვენი აკადემია ითვისებს, ერთ-ერთი მოწინავეა მთელს მსოფლიოში და მისი საქართველოში დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია”, განაცხადა დღეს ეროვნული სამხედრო აკადემიის რექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა ომარ ლეკვეიშვილმა.

თურქეთის მხარემ ქართველ სტუდენტებს გადასცა სამხედრო ფორმები და სახელმძღვანელოები. აკადემიის ტუდენტები შეისწავლიან ორ უცხო ენას – ინგლისურს და თურკულს.

გარდა ამისა, საქართველოში ჩამოვლენ თურქეთის სამხედრო აკადემიიის თანამშრომლები, რომლებიც ქართველ სამხედრო პერსონალს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. მოხდება ქართველი პედაგოგების გადამზადებაც.

Back to top button