ახალი ამბები

ახალი ფაქტი დაკარგული გერმანელის შესახებ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 17 ივლისი, 2002) – “ჯერ გადაჭრით ვერ ვიტყვით დაკარგული გერმანელი კლაუს დიტლერ დროიგი ცოცხალია თუ არა”, განაცხადა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.

მისი თქმით, არსებობს ვერსია, რომ გერმანიის მოქალაქემ მისი გატაცების იმიტირება პირადი ინტერესებისთვის მოახდინა. ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ, ექსპერტეზის თანახმად, დროიგის აბაზანაში ნაპოვნი სისხლის კვალი მას არ ეკუთვნის.

გამოძიება სხვა ვერსიებსაც ამუშავებს. ნარჩემაშვილის განცხადებით, დანაშაულის გასახსნელად ყველაფერი კეთდება.

კლაუს დიტლერ დროიგი 2 ივნისს გაუჩინარდა.

Back to top button