ახალი ამბები

საქართველო უკრაინის მადლიერია

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 17 ივლისი, 2002) – 16 ივლისს უკრაინის პრემიერ მინისტრ ანატოლი კინახთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მადლიერება გამოთქვა უკრაინის მიმართ, ვინაიდან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მან მხარი დაუჭირა საქართველოს.

ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ნინო ბურჯანაძემ პროტესტი გამოთქვა აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთვის სასიცოცხლო იყო.

“ჩვენი პარლამენტი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას”, დასძინა ბურჯანაძემ.

Back to top button