
ახალი ამბები
ქართული ჯარი თურქეთისგან წელს 2,9 მილიონ დოლარს მიიღებს
(თბილისი, 15 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაგეგმარებისა და რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი გენერალ-მაიორი ჯიჰანგირ დუმანლი.
15 მაისს ქართველ და თურქ სამხედროებს შორის შედგება გრანტის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა.
2002 წელს თურქეთი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 2,9 მილიონ დოლარს გადასცემს გრანტის სახით. აქედან, 725 ათასი დოლარი საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მოხმარდება.
ვიზიტისას გენერალ-მაიორი ჯიჰანგირ დუმანლი შეხვედრებს გამართავს თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძესთან, ასევე გენერალური შტაბის მეთაურთან ჯონი ფირცხალაიშვილთან.