ახალი ამბები

აჭარაში ადგილობრივი არჩევნები მოგვიანებით ჩატარდება

(თბილისი, 10 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – მმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 16 ივნისს ჩატარდება, მაშინ როცა მთლიანად საქართველოში არჩევნები 2 ივნისისთვისაა დაგეგმილი.

ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” თბილისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში აცნობეს, სადაც ასევე აღნიშნეს, რომ არჩევნების გადავადება საორგანიზაციო პრობლემებთანაა დაკავშირებული.

არსებული ინფორმაციით, აჭარაში საკრებულოს წევრობის ყველა კანდიდატმა ვერ მოასწრო განაცხადების შეტანა საარჩევნო კომისიებში.

Back to top button