
საქართველომ უკრაინელი ბავშვების დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი დაუჭირა
საქართველო იმ 91 ქვეყანას შორის იყო, რომლებმაც 3 დეკემბერს მხარი დაუჭირეს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ იძულებით გადაყვანილი ან დეპორტირებული ყველა უკრაინელი ბავშვის „დაუყოვნებლივ, უსაფრთხო და უპირობო“ დაბრუნებას მოითხოვს. 12-მა ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იძულებითი გადაცემის, დეპორტაციის, ოჯახებისა და კანონიერი მეურვეებისგან განცალკევების, პირადი სტატუსის შეცვლის, მათ შორის მოქალაქეობის, შვილად აყვანის ან მინდობით ოჯახებში განთავსების და უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციის შემდგომი პრაქტიკა“.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა რეზოლუციის მიღებას „მნიშვნელოვანი კენჭისყრა“ უწოდა.
This post is also available in: English