ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ისრაელს სტუმრობს

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება, სადაც მას ისრაელის ულტრამემარჯვენე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი მასპინძლობს.

გელაძის ვიზიტს წინ უძღოდა ბენ-გვირის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც აგვისტოში გაიმართა და რომლის დროსაც იგი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და გელაძეს შეხვდა.

„ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს კოლეგა მინისტრთან; ამასთან, მხარეები ხელს მოაწერენ უწყებებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ოქტომბერს. „საქართველოს დელეგაცია ასევე ეწვევა სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას“.

This post is also available in: English

Back to top button