
ახალი კანონის „გაურკვევლობის“ მოტივით, ბრიტანეთის საელჩომ დაგეგმილი გრანტები გააუქმა
ბრიტანეთის საელჩომ გააუქმა დაგეგმილი გრანტები, რომლებიც მიზნად ისახავდა გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას საქართველოს მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე, და ამის მიზეზად ის პროცედურული „გაურკვევლობა“ დაასახელა, რომელიც ცოტა ხნის წინ შესწორებული კანონიდან გამომდინარეობს, რომელიც უცხოელ დონორებს ადგილობრივი ჯგუფებისთვის გრანტების გაცემამდე მთავრობის თანხმობის მიღებას ავალდებულებს.
საელჩომ განაცხადა, რომ ის ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც „მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს“. „უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია“, – აღნიშნა საელჩომ.
„თუმცა, საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. „სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.
This post is also available in: English