
2025 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 2% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 2% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6.9%-იანი ზრდა); რესტორნები და სასტუმროები (6.8%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (6.2%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (3.8% ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.0%-იანი ზრდა); კავშირგაბმულობა (12.5% იანი კლება); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (1.9%-იანი კლება) და ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (1.2%-იანი კლება).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.1%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (1.1%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (1.0%-იანი ზრდა) და ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.6%-იანი კლება).
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.2%); ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5%); ყავა, ჩაი და კაკაო (3.3%); ზეთი და ცხიმი (2.8%); რძე, ყველი და კვერცხი (2.0%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.0%); პური და პურპროდუქტები (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.1%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.5%).
ასევე წაიკითხეთ:
- 09/01/2025 – 2024 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 1.9% იყო
- 03/12/2024 – 2024 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 1.3% იყო
- 04/11/2024 – 2024 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0.3% იყო
- 03/10/2024 – 2024 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 0.6% იყო
- 03/09/2024 – 2024 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 1% იყო
- 02/08/2024 – 2024 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 1.8% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)