პრეზიდენტი ზურაბიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი „უმძიმესი და სისტემური დარღვევების“ შესახებ ისაუბრა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვისა და ხმის მიცემის საყოველთაობა, იტყობონება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ ამ დროისთვის არჩევნები არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი და დასავლელ პარტნიორებს არ უცნიათ პარლამენტის ლეგიტიმურობა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ ქვეყანაში წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე.
„პრეზიდენტმა სტუმარს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მის მიერ შემუშავებული გეგმის შესახებ ესაუბრა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებას და გაძლიერებას და ასევე, სამართლებრივი ბრძოლის მეთოდების გამოყენებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
შეხვედრის დასასრულს, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნისათვის ევროპული გზის უალტერნატივობასა და ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის ურყევ მისწრაფებას.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/11/2024 – ბორელი: საქართველოში მისია გაიგზავნება, ოდირის ხელმძღვანელი წევრ ქვეყნებს არჩევნების შეფასებას წარუდგენს
- 18/11/2024 – პრეზიდენტი: „არჩევნები არ შედგა და აუცილებელია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები“
- 06/11/2024 – საქართველოს არჩევნები: სიკვდილი ასი ლახვრით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)