სამოქალაქო მოძრაობა საპროტესტო ბანერის ჩამოკიდებისთვის დააჯარიმეს
სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, რომელიც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წევრია, 3 000 ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ თავისი ოფისის აივანზე ბანერი ჩამოკიდა წარწერით „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“.
ოზურგეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზეზად „უკანონო რეკლამის განთავსება“ დაასახელა.
მედიის ინფორმაციით, კოალიციის წევრები პირველად 2 დღის წინ დაჯარიმდნენ 1 500 ლარით.
„აღნიშნული ბანერით ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს… სრული აბსურდია იმის მტკიცება, რომ ეს არის რაიმეს რეკლამირება… ეს არის რეპრესიები, ეს არის თავისუფალი სიტყვის წართმევის მცდელობა“, – განაცხადა მოძრაობის დამფუძნებელმა ოთარ რევიშვილმა ჟურნალისტებს.
მან ასევე განაცხადა, რომ მოძრაობა ჯარიმას არ გადაიხდის და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/11/2024 – ISFED: ცესკო მონაცემებში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)