სერგეი ნარიშკინი: დარწმუნებული ვარ ‘დასავლეთის ჩარევის’ მიუხედავად ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საქმეებში დასავლეთის ჩარევის მცდელობის მიუხედავად, მისი მოსახლეობა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „სწორ და ზუსტ“ არჩევანს გააკეთებს.
„საგარეო დაზვერვის სამსახურმა მიიღო ინფორმაცია და ჩვენ ის გავასაჯაროვეთ, რომ ეუთო/ოდირმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით, მოამზადა შუალედური ანგარიში, რომელიც შეიცავს თეზისს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ არსებობს სამართლიანი და ღია არჩევნების ჩატარებიოს პირობები, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა ნარიშკინმა. „ამ ქმედების მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად და თავხედურად ჩარევა, რათა ხელი შეეშალოს ხელისუფლებაში ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალების მოსვლას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხალხი სწორ და ზუსტ არჩევანს გააკეთებს“.
მანამდე 11 სექტემბერს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საქართველოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ჩარევას“ გეგმავს და ამისთვის ეუთო/ოდირს იყენებს. დაზვერვის სამსახურმა მაშინ განაცხადა, რომ „იგეგმება, რომ ეუთო/ოდირი შუალედურ ანგარიშს კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნეს, რომელშიც იქნება დასკვნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, ხოლო „პირველი შედეგების გასაჯაროვების შემდეგ, წარმოდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ“.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/09/2024 – ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს
- 06/09/2024 – ლავროვი ‘აგენტების კანონს’ გამოესარჩლა და დასავლეთი ქართული ღირებულებების განადგურებაში დაადანაშაულა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)