skip to content
ახალი ამბები

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, “ქართველი მეომრები-სპეცდანაყოფი „თბილისის“” მეთაურის მოადგილე გიორგი როინიშვილი კურსკის ოლქში უკრაინის მხარეს ბრძოლისას  დაიღუპა. ინფორმაცია ამის თაობაზე  დანაყოფმა 17 სექტემბერს გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, დანაყოფის სამი მებრძოლი დაიჭრა.

ინფორმაცია ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ „სამოქალაქო საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს 57 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button