ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ბრძოლის დროს, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვასო ქარდავა დაიღუპა. ინფორმაცია ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ „სამოქალაქო საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 აგვისტოს დაუდასტურა.
მედიის ინფორმაციით, ვასო ქარდავა რუსეთ-უკრაინის ომში მისი დაწყებისთანავე წავიდა. იგი სოლედარი-სივერსკის მიმართულებაზე იბრძოდა და რუსების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.
ვასო ქარდავა აფხაზეთიდან დევნილი იყო.
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 55 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/08/2024 – რუსეთის კურსკის ოლქში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოხალისეები გაგზავნეს
- 30/07/2024 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)