ილია დარჩიაშვილი იორდანიას სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს სტუმრობს. 15 სექტემბერს, იგი იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს აიმან ალ საფადის შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს „საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და მჭიდრო თანამშრომლობას“. ილია დარჩიაშვილმა და აიმან ალ საფადიმ მზადყოფნა გამოთქვეს აქტიურად იმუშაონ აღნიშნული კავშირების შენარჩუნებისა და განვითარების მიმართულებით, ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იორდანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზეც, რაც „დამატებით იმპულსს შესძენს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას“. „ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის. ილია დარჩიაშვილმა აიმან ალ საფადის გააცნო ქართული მხარის მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოები“, – ნათქვამია ამავე პრესრელიზში.
ილია დარჩიაშვილმა იორდანიის მეფე აბდულა II იბნ ალ ჰუსეინი საქართველოში მოიწვია.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 18/01/2023 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი იორდანიის სამეფოს სტუმრობდა
- 30/05/2022 – საქართველოს პრემიერმინისტრი იორდანიას ესტუმრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)