skip to content
ახალი ამბები

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ახალ პარტიას ქმნის

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ 12 აგვისტოს ახალი პოლიტიკური პარტიის „ჩვენ“ დაარსების შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა პარტიის გეგმებზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არ უსაუბრია.

ქაცარავას თქმით, ქართველი ხალხი მზადაა ხელისუფლების შეცვლისთვის, მაგრამ ისინი მუდმივად ეძებენ მმართველი პარტიის ალტერნატივას. ქაცარავას მიაჩნია, რომ მისი პარტია სწორედ ეს ალტერნატივა იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ პარტიის კარი ყველასთვის ღიაა.

„„ჩვენ“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ“, – წერს ქაცარავა ფეისბუქზე.

ქაცარავა ცნობილია თავისი ანტისაოკუპაციო ძალისხმევით, მათ შორის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე პატრულირებითა და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით.

ცოტა ხნის წინ, 14 მაისს, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პოლიციის მიერ ქაცარავას სასტიკად ცემის ფაქტი პოლიციის სისასტიკის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახდა. ცემის შედეგად იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს.

მოგვიანებით, 23 ივლისს, ქაცარავა სასამართლომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დამნაშავედ ცნო (173-ე მუხლი). ქაცარავა 2 000 ლარით დაჯარიმდა და იარაღის ტარების უფლება ორი წლით ჩამოერთვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button