skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის საბჭოს წევრის არჩევის შესახებ შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ შეჩერებულია. ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტს ჩამოერთვა ახალი კონკურსის ჩატარებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნის უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 ივლისს მიიღო.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ოთხი წლის ვადით კახა წიქარიშვილი 15 ივლისს დანიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილება დაგმო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ. მან სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, “პირდაპირი” და “უკანონო” ჩარევა უწოდა.

“პირველი, თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ; მეორე, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა; მესამე, ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში,” განაცხადა მსხილაძემ 22 ივლისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე და დასძინა, რომ “არავის” აქვს უფლება, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ჩამოართვას.

“მივმართავ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო-ოდირს, რომლის წარმომადგენლების აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს…აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება,” თქვა მან.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის არჩევის უფლება აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button