ახალი ამბები
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეს უკანონო პატიმრობა შეეფარდა
მედიის ინფორმაციით, 35 წლის საქართველოს მოქალაქეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მაცხოვრებელს, ოკუპირებული ჯავის სასამართლომ საერთო რეჟიმის კოლონიაში ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამავე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, გიორგი მოსიაშვილს ბრალად ედება საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა და ბრაკონიერობა, კერძოდ, ელექტროანკესით დაახლოებით 25 კგ კალმახის დაჭერა. სასჯელის გარდა, მას გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)