skip to content
ახალი ამბები

ფოტო ამბავი | პროტესტი „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ მესამე მოსმენის დროს

14 მაისს, რუსთაველის გამზირზე მორიგი  მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები 10:00 საათიდან შეიკრიბნენ. პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა კანონი საბოლოოდ მიიღეს, დეპუტატებმა პარლამენტის შენობა სამართალდამცავების თანხლებით დატოვეს. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის უპრეცედენტო მობილიზაცია იყო მიუხედავად იმისა, რომ აქცია მშვიდობიანი იყო.

პოლიციამ ათობით მოქალაქე დააკავა. მათ გამოიყენეს წიწაკის სპრეი და უხეში ძალა. დაკავებულებს შორის იყვნენ ცოტა ხნის წინ ციხიდან გათავისუფლებული 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელსაც სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. ვიდეო კადრებში ჩანს, როგორ იტაცებენ დემონსტრანტებს და ათრევენ პარლამენტის ეზოში და როგორ უსწორდება მათ სპეცრაზმი.

პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების მიუხედავად, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე გვიან საღამომდე დარჩნენ, მათმა ნაწილმა კი გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, სადაც პოლიციის დარბევა გაგრძელდა. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთის და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა და ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button